შოთა მეტრეველი

შოთა მეტრეველი (1913-1983)
შოთა მეტრეველი დაიბადა 1913 წლის 25 ოქტომბერს ბორჯომში, მცირე მეწარმის ოჯახში. 1927 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. 1928 წელს საშუალო სკოლაში მან გაიცნო მომავალი მეუღლე, მარგარიტა აწყვერელი. 1932 წელს ორივემ ჩააბარეს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც შოთა მეტრეველმა დაამთავრა 1938 წელს. აკადემიაში შოთა მეტრეველი სწავლობდა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, აკადემიკოს მოსე თოიძის კლასში. ამას გარდა, შოთა მეტრეველის მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილ მხაატვრები: იოსებ შარლემანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი.
1939 წლდან შოთა და მარგარიტა მეტრევლები სიცოცხლის ბოლომდე მონაწილეობას იღებდნენ მხატვართა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ევროპაში. აღსანიშნავია, რომ მათი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს თბილისში, სურათების სახელმწიფო გალერეაში. შემდგომში კი მათ არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდათ.
შოთა მეტრეველის ფერწერულ ტილოებზე აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ბუნება, საქართველოს არქიტექტურული ძეგლები (ზოგიერთი დღეს აღარცაა ან სახეცვლილია, და ამითაც ღირებულია მხატვრის ეს კომპოზიციები). მხატვარს ძალიან უყვარდა ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი კომპოზიციების შექმნა, მის შემოქმედებაში დიდი ადგილ უკავია ქართულ კულტურასა და ისტორიას, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების სხვადასხვა მომენტების ამსახველ კომპოზიციებს. შოთა მეტრეველ ნაყოფიერად მუშაობდა პორტრეტის ჟანრშიც. მისი პორტრეტებისთვის სახასიათოა ნატურის ხასიათის გადმოცემა.
წლების მანძილზე შოთა მეტეველი, მეუღლესთან ერთად, იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. შოთა მეტრეველი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მისი სურათები დაცულია საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში; რუსეთის, ევროპის და ა.შ.შ. კერძო კოლექციებში.
შოთა მეტრეველი გარდაიცვალა 1983 წლის 5 აპრილს.

აჩვენებს %d შედეგს

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ