ჩვენს შესახებ

ჩვენი მშობლები სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლები, მეცნიერები იყვნენ და ჩვენ ბავშვობიდანვე ვეზიარეთ ხელოვნების თვალწარმტაც სამყაროს. ჩვენ მუზეუმში ვიზრდებოდით და ვყალიბდებოდით, კოლექციების შეგროვება ჩვენთვის თამაშიც იყო და გართობაც , და ასევე შემეცნება და სწავლა - განათლება, რაც შემდეგ თანდათანობით პროფესიულ ინტერესში გადაიზარდა. ვაგროვებდით სამკერდე ნიშნებს სახელმწიფო დროშების გამოსახულებით, სხვადასხვა საფოსტო მარკებს, საფოსტო ღია ბარათებს, ძველ ფოტოებს, მონეტებს და ქაღალდის ფულს, ასანთის ეტიკეტებს, ვინილის დისკებს და სხვა. მოგვიანებით კი, მთავარი ინტერესი რა თქმა უნდა ხელოვნება გახდა, რომელსაც მუზეუმის კოლექციებით და წიგნებით ვეცნობოდით.

ფერწერისადმი ინტერესი შეიძლება ქვეცნობიერად განაპირობა ჩვენს ბავშვობაში მამის, არქეოლოგ სერგო ნადიმაშვილის მიერ აღმოჩენილმა კავკასიაში უძველესმა კედლის მხატვრობის ფრაგმენტმა ნაქალაქარ „გუდაბერტყა-ციხიაგორაზე“, რომელიც ჩვ. წ.-მდე მე-3 ათასწლეულით დათარიღდა.

მოგვიანებით კი, როცა ისტორიის, ხელოვნებათმცოდნისა და არტ-კრიტიკოსის განათლება მივიღეთ, ფერწერისადმი ინტერესი უკვე პროფესიული ინტერესი გახდა.

30 წელზე მეტი ვიმუშავეთ საქართველოს მუზეუმებსა და სამეცნიერო დაწესებულებებში, როგორც მეცნიერებმა, და ახლა კი გადავწყვიტეთ ჩვენი საკუთარი გალერეის საშუალებით პოპულარიზება გავუწიოთ ქართულ ხელოვნებას და მივეხმაროთ ფართო აუდიტორიას ხელოვნებასთან და არტ- ბიზნესთან დამეგობრებაში და ხელოვნების ნიმუშებში სწორ ინვესტირებაში.

ასევე ჩვენი ვალდებულებაა საქართველოს მხატვრების და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზება და ცნობადობის ამაღლება მსოფლიოში.

საქართველოში ძალიან ბევრი მხატვარი მოღვაწეობდა მე-20 საუკუნეში,th აქედან ალბათ 100-150 მხატვარი იმსახურებს საყოველთაო ინტერესს და ჩვენი ძალისხმევაც აქეთკენ იქნება მიმართული, რომ ამ მხატვრების შემოქმედება გავაცნოთ მსოფლიო საზოგადოებას.

ამასთანავე, რა თქმა უნდა ყურადღებით მოვეკიდებით ახალგაზრდა ქართველი მხატვრების შემოქმედებას და შევეცდებით მათ შორის საუკეთესოებს გზა გავუკვალოთ მსოფლიო ოლიმპისკენ. შემოთავაზებული მხატვრების ნამუშევრები ჩვენს მიერ შერჩეული არის როგორც საუკეთესოთა შორის საუკეთესო საქართველოში, და მათი ფასები ჩვენს მიერ არის განსაზღვრული როგორც ნომინალური, დღევანდელი საბაზრო ღირებულების თანახმად.

შერჩეული მხატვრების შემოქმედებაზე და მათ კონკრეტულ ნამუშევრებზე ფასები გარანტირებულად გაიზრდება წლიდან წლამდე და 5-8 წელში შესაძლებელია გაორმაგდეს. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მსოფლიოს არტ-ბიზნესში მიმდინარე ტენდენციები და პროცესები , რომელსაც ჩვენც ვაკვირდებით ისევე , როგორც სხვა მრავალი არტ-ექსპერტი და არტ-დილერი მთელს მსოფლიოში.

ჩვენი 30 წლიანი დაკვირვებით საქართველოს არტ ბიზნესშიც იგიცე ტენდენციები შეინიშნება რაც მსოფლიოში, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში.

მთელი მსოფლიო არტ-ბიზნესში სწორი ინვესტირებით დიდ ესთეტიურ და სულიერ კმაყოფილებასთან ერთად დიდ მატერიალურ სარგებელსაც ნახულობს, ჩვენი ძალისხმევაც აქეთკენაა მიმართული. გვენდეთ ჩვენ და ჩვენი რჩევები თქვენი ესთეტიური სიამოვნების და მატერიალური წარმატების საფუძველი იქნება.

პატივისცემით,

სოლომონ და ილია ნადიმაშვილები

თბილისი, საქართველო.

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ