ომარ დურმიშიძე

ბიოგრაფია

ომარ დურმიშიძე (1949-1994) ომარ დურმიშიძე დაიბადა 1949 წლის 18 ივნისს თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ომარ დურმიშიძემ დაამთავრა 1973 წ. სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მხატვრის ნამუშევრების პერსონალური გამოფენები მოეწყო:
  • 1974 წ. თბილისში,
  • 1977 წ. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,
  • 1978 წ. თბილისში,
  • 1979 წ. მოსკოვში,
  • In 1980 in Italy,
  • 1984წ. თბილისში.
ომარ დურმიშიძე გარდაიცვალა 1994 წელს 13 ივნისს თბილისში. მხატვრის გარდაცვალების შემდეგ მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში 1999წ, 2006წ. და 2009 წ. მხატვარი ქმნიდა ნატურმორტებს, პორტრეტებს, ღამის თბილისის ამსახველ ურბანულ პეიზაჟებს და მუქი კოლორიტის გამო „ღამის მხატვრის“ სახელიც შეარქვეს. მისი მთელი შემოქმედება გამოირჩევა შესრულების დიდი ოსტატობითა და მხოლოდ მისთვის სახასიათო კოლორიტითა და განწყობით. მხატვრის მიერ შექმნლი სურათებიდან, მომწვანო და ვერცხლისფერი კოლორიტის ნათებიდან ნამდვილად გამოსჭვივის ომარ დურმიშიძის სულიერება და უკიდეგანო, ტკივილნარევი ადამიანური სითბო. ომარ დურმიშიძის სურათები დაცულია კერძო კოლექციებში.

გოგონას პორტრეტი. ზეთი, ტილო. 75 x 45 სმ. 1976 წ.

ნამუშევრები

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ