დავით სულაკაური

ბიოგრაფია

დათო სულაკაური დათო (არჩილ) სულაკაური დაიბადა 1952 წლის 22 აპრილს თელავში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის რესტავრაციის ფაკულტეტი, 1974 წელს დაამთავრა ფერწერის ფაკულტეტი, ხოლო 1978 წელს ქანდაკების ფაკულტეტი; დამთავრებული აქვს მოსკოვის სსრკ სარესტავრაციო სახელოსნოს ასპირანტურა. 1978-82 წლებში დათო სულაკაური იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II _ის რეფერენტი კულტურის დარგში. 1983-95 წლებში დ. სულაკაური ასწავლიდა ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში, პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 1974 წლიდან დათო სულაკაური მონაწილეობას იღებს მხატვართა სხვადასხვა გამოფენებში. მხატვრის პერსონალური გამოფენები მოეწყო: 1990 წელს ლონდონში; 1996, 1998, 1999 წწ. - თბილისი; 1996 წ. მილუოკი _ აშშ. დათო სულაკაური იყო სსრკ მხატვართა კავშირის წევრი (1988) 1995 წელს მხატვარმა მოიპოვა ვისკონსინის (აშშ) პრემია; მხატვრის სურათები დაცულია კერძო კოლექციებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გარდა მხატვრობისა, დათო სულაკაური წერს სცენარებს (კინოსცენარი „ანემია“), მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ცეროდენა რაინდები“ . მხატვარი მუშაობს როგორც ზეთის საღებავებით, ასევე ცვილის საღებავებით, რაც მისი შემოქმედებისთვის სახასიათო გახდა. დათო სულაკაურის შემოქმედება თემატურად მოიცავს პეიზაჟს, პორტეტს, ნატურმორტს; განსაკუთრებული სიყვარულით გადმოსცემს ალაზნის ველს და თუშეთის ხედებს. მხატვრის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უკავია რელიგიურ თემას. დათო სულაკაური აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას.

ძველი თბილისის ხედი - ზეთი, ტილო - 36 x 45 სმ. - 2019 წ

ნამუშევრები

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ