ოთარ ჩაკვეტაძე
ბიოგრაფია
ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ოთარ ჩაკვეტაძე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მხატვარი გარკვეული ხანი მოღვაწეობდა აშშ-სა და გერმანიაში, სადაც მოეწყო მისი პერსონალური გამოფენები, ხშირად საქველმოქმედო ხასიათისაც.
ოთარ ჩაკვეტაძის ნამუშევრები გამოფენილი იქნა:
საქართველოში:- 1987 წ. თბილისის მხატვრის სახლში მოწყობილი მხატვართა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენები;
- 1993 წ. თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასი“, მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 1996 წ. თბილისში, „შერატონ მეტეხი პალასში“ მეორედ მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 2001 წ. თბილისი, გალერეა N, XX ს. თანამედროვე მხატვრების ნამუშევრების გამოფენა;
- 2002 წ. თბილისი, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მოეწყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა „საიუბილეო გამოფენა“, სადაც წარმოდგენილი იქნა ოთარ ჩაკვეტაძის ნამუშევრები;
- 2003 წ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის სახელობის მხატვრის სახლი, მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 2004 წ. თბილისი, მხატვრის პერსონალური გამოფენა მოეწყო ა.შ.შ. საელჩოში.
- 2005 წ. თბილისი, სურათების ეროვნული გალერეა, „საშობაო ფესტივალი“ წარმოდგენილი იყო მხატვრის ნამუშევრები;
- 2006 წ. თბილისი, გალერა „ჰობი“, „საშობაო გამოფენა“.
- 2006 წ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ფერწერის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებელთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნა მხატვრის ნამუშევრები.
- 2006 წ. თბილისი, გალერეა „რეა“, მხატვრის ნამუშევრების გამოფენა;
- 2006 წ. თბილისი, გალერეა „არსი“, მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 2013 წ. თბილისი, „გალა გალერეა“, მხატვრის პერსონალური გამოფენა „ფერადი კადრირება“;
- 2014 წ. თბილისი, გალერეა „სფუმატო“, მხატვრის პერსონალური გამოფენა „მისტერიები“;
- 2015 წ. თბილისი, სამხატვრო აკადემიის გალერეა შარდენზე, მხატვრის ნამუშევრების გამოფენა;
- 2017 წ. თბილისი, თანამერდროვე ხელოვნების მუზეუმი MoMA, მხატვრის ნამუშევრების გამოფენა;
- 2021 წ. თბილისი, სოლომონ არტ გალერეა, მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 1992 წ. დელავარის შტატი, ნევარიკის უნივერსიტეტი “Kleiton-hool“, პერსონალური გამოფენა;
- 1992 წ. დელავარის შტატი, ქ. ვილმინგტონის მერიის გალერეა, პერსონალური გამოფენა;
- 1992 წ. ქ. ვილმიგტონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 1990 წ. ქ, გლუკშტატის ბროკლდორფის სასახლის მუზეუმი; პერსონალური საქველმოქმედო გამოფენა;
- 1991 წ. ქ. შონდორფის მერიის გალერეა, გამოფენა;
- 1991 წ. ქ. ჰამბურკენის კულტურის ცენტრი, გამოფენა;
- 1991 წ. ქ. ბრუჰსელის ქალაქის ცენტრალური გალერეა, გამოფენა;
- 1993 წ. ქ. კარლსრუეს კულტურის ცენტრში „Ziglersaal“ მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 1994 წ. ქ. კარლსრუე , „ Gate art gallery“ გამოიფინა მხატვრის ნამუშევრები;
- 1995 წ. ქ. შტუტგარტი, „SUD WEST L.B“ ბანკში მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა;
- 1996 წ. ქ. შონდორფი, „ Galerie am Rathaus “, საქველმოქმედო გამოფენა;
- 1997 წ. ქ. კარლსრუეს ქალაქის ცეენტრალური ბიბლიოთეკის გალერეა, გამოფენა.
- 1997 წ. ქ. ფრაიბურგის მერიის გალერეა, საქველმოქმედო პერსონალური გამოფენა;
- 1998 წ. ქ. დენცლინგენის ქალაქის გალერეა, გამოფენა;
- 1998წ. ქ. გროზ-ციმერნი, „Glokelchen“ კულტურის ცენტრი, გამოფენა;
- 1999 წ. ქ. ობერჰაუსენი „Galerie Mersman“ საქველმოქმედო გამოფენა;
- 1999 წ. ქ. ჰილდენი,„Galerie am Rathaus“, გამოფენა;
- 2001 წ. ქ. ვორფსვედე, კულტურის ცენტრი „Galerie Bernack“, გამოფენა;
- 2006 წ. ქ. გლუკშტატი, „Galerie am Rathaus“, კერძო კოლექციების გამოფენა;
- 2008 წ. ქ. მარბურგი, „GeWoBau“ გალერეა, ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
- 2008 წ. ქ. ფრანქფურტი, გალერეა „NWZ“, ქართველ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.
- 2009 წ. ქ. ჰამბურგი, „არტ კოოპერაციონ“ ვალტერ ჩაკის გალერეა, გამოფენა;
- 2009 წ. ქ, ჰამბურგი, „არტ კოოპერაციონ„ East West Fine Art Gamma ვალტერჩაკის გალერეა, გამოფენა;
- 2020 წ. ქ. დრეზდენი, ჯგუფური გამოფენა;
- 1985 წ. იასნაია-პოლიანა, ლ. ტოლსტოის სახლ-მუზეუმი, გამოფენა;
- 1989 წ. ლენინგრადი (პეტერბურგი), ლენინგრადის სამხატვრო აკადემია, „საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა“;
- 1989 წ. კალინინგრადის ხელოვნების მუზეუმი, გამოფენა, ვერცხლის მედლის ლაურეატი;
- 1989 წ. მოსკოვი, ესტამპის მეშვიდე საკავშირო გამოფენა;
- 1990 წ. კალინინგრადი, ცენტრალური გალერეა, გრაფიკის 1 საკავშირო ბიენალე;
- 2007 წ. ქ. ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების გამოფენა;
- 2007 წ. ქ. თეირანის უნივერსიტეტი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელთა გამოფენა;
- 2011 წ. ქ. თეირანი, გამოფენა „ქართველი მხატვრები ირანში“;
- 2009 წ. ქ. მადრიდი, „Dali Plaza Gallery“, გამოფენა;
- 2009 წ. ქ. ბუკოვინის ცენტრალური გალერეა, გამოფენა;
- 2009 წ. სიგიშუარის საგამოფენო დარბაზი, გამოფენა;
- 2010 წ. ქ. ვარნის მერიის საგამოფენო დარბაზი, გამოფენა;
- 2012 წ. ქ. ბიალის მერიის საგამოფენო დარბაზი, გამოფენა;
- 2013 წ. ქ. ბურგასის გალერეა, გამოფენა;
ოთარ ჩაკვეტაძე თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის განყოფილების პროფესორ-მასწავლებელია.
ოთარ ჩაკვეტაძე მუშაობს როგორც გრაფიკაში, ასევე ფერწერაში. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფერადოვნებით და ფორმათა აბსტრაჰირებით. მხატვრისთვის მნიშვნელოვანია სურათის კომპოზიციური გადაწყვეტა, ფერის, ხაზის და ფორმის ურთიერთკავშირი და შეხამება. მხატვრის აბსტრაჰირებულ კომპოზიციებში სასურათო სიბრტყე მთლიანადაა შევსებული გეომეტრიული ფორმებით და ხაზობრივი აქცენტებით ( „მზის აღმოსავლეთით“, 2021,); ზოგჯერ მისი ნამუშევრები კოლაჟური ხასიათისაა და ფერთან ერთად გამოყენებულია შეფერილი თოკის, ქსოვილის ნაწილები, რომლებიც კომპოზიციებზე რელიეფურადაა დადებული („დიდი ოთახი“, 2020; „ზაფხულის ღამის სიზმარი“, 2020; „არეკვლა“, 2020;) . მხატვრისთვის ასევე სახასიათოა კომპოზიციებში ფოტოსურათების ფერადოვან აქცენტებად გამოყენება („დაუვიწყარი კოცნა“, 2020). ხშირად მხატვარი აბსტრაჰირებულ ფორმებს იყენებს კონკრეტული კომპოზიციური თემის ფონად („ჯაზი“, 2020; „კრავთა დუმილი“, 2021). ოთარ ჩაკვეტაძის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უკავია გეომეტრიზირებული ფორმებით შექმნილ სხვადასხვა პეიზაჟებს, ეს იქნება რომელიმე ქალაქის ურბანული პეიზაჟი („ალამბრა“2020), თუ ბუნების მინიმალისტური გეომეტრიული ფორმებით გადმოცემა („ბორჯომის ხეობა“, 2020). ხშირად მხატვარი პეიზაჟს გადმოსცემს კონტრასტულ ფერშიც, ფორმათა მინიმალისტური გადმოცემით („მალიორკას ნაპირი“, 2020). მხატვრის ყველა ეს კომპოზიცია საკმაოდ გააზრებულადაა აგებული და ფერის შეხამების დიდი ტაქტით და ოსტატობით ხასიათდება.
ოთარ ჩაკვეტაძის შემოქმედება თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მონაპოვარია. მხატვრის ინოვაციურმა შემოქმედებითმა მანერამ საკმაოდ წინ წასწია თანამედროვე ქართული ფერწერა.