მარგარიტა მეტრეველი

ბიოგრაფია

პროფესორი მარგარიტა მეტრეველი (1913-1984) მარგარიტა მეტრეველი დაიბადა 1913 წლს 22 ივნისს ქ. თბილისში. მისი ქალიშვილობის გვარია აწყვერელი, მეტრეველი მეუღლის გვარია. მარგარიტამ მომავალი მეუღლე გაიცნო საშუალო სკოლაში 1928 წ. 1932 წ. მარგარიტამ სწავლა დაიწყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 1938 წელს. აკადემიაში მისი მასწავლებელი იყო აკადემიკოსი მოსე თოიძე. ამას გარდა, მარგარიტა მეტრეველის პედაგოგები იყვნენ გამოჩენილი მხატვრები: იოსებ შარლემანი, დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი. 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, მარგარიტა მეტრეველი მონაწილეობას იღებდა მხატვართა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე სსრკ-ს სხვადასხვა ქალაქებში, ასევე ევროპაში. რაოდენ შთამბეჭდავია, რომ ომის პერიოდის თბილისში (სადაც შემოქმედებითი ცხოვრება პირიქით საკმაოდ აქტიური და შემოქმედებით აღსავსე იყო), 1944 წელს სურათების სახელმწიფო გალერეაში მოეწყო ახალგაზრდა მხატვრების, შოთა და მარგარიტა მეტრევლების პერსონალური გამოფენა. მარგარიტა მეტრეველი თავის შემოქმედებაში თავისი მასწავლებლს, მოსე თოიძის მხატვრული მანერის მიმდევარი იყო, იგი დიდ ყურადღებას აქცევდა ფერს; მხატვრის შემოქმედებაში შესრულების რეალისტურ მანერასთან ერთად, გარკვეული ადგილი უკავია იმპრესიონისტულ მანერას, რაც მხატვრის ფერწერას მეტ გამომსახველობას ანიჭებს. მარგარიტა მეტრეველის (აწყვერელის) შემოქმედებაში, ისევე როგორც მისი მეუღლის, შოთა მეტრეველის შემოქმედებაში, დიდი ადგილი უკავია საქართველოს ბუნების და ისტორიული ძეგლების ამსახველ კომპოზიციებს, ქართული კულტურის ისტორიის და გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდების (რომლებიც მხატვრის მიერ „გაცოცხლებულია“ მათი ცხოვრების საფუძველზე დაყრდნობით) ამსახველ სურათებს, ასევე - პორტრეტს. მხატვრის ფერწერული მანერისთვის სახასიათოა ფართო, მსუყე მონასმი, რაც კომპოზიციებს მეტ გამომსახველობას ანიჭებს. მარგარიტა მეტრეველი, მეუღლესთან ერთად, წლების მანძილზე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებელი. იგი იყო საქართველოს დამსახურებული მხატვარი. მარგარიტა მეტრეველის სურათები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში; საქართველოში, რუსეთში, ევროპასა და ა.შ.შ კერძო კოლექციებში. მარგარიტა მეტრეველი გარდაიცვალა 1984 წ. 22 ივლისს. მეუღლეები დაკრძალული არიან თბილისში, მუხათგვერდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.ლადო გუდიაშვილი, მერაბ, შოთა და მარგარიტა მეტრეველები.

ქალები მდინარესთან - ზეთი, ტილო - 84 x 104 სმ. - 1980 წ.

ნამუშევრები

ძველი თბილისი - ზეთი, ტილო - 50 x 70 სმ. - 1957 წ.

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ