თეა ბოტკოველი

ბიოგრაფია

თეა ბოტკოველი დაიბადა თბილისში, 1979-83 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში.1983-1988 წწ. თეა ბოტკოველი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე და ზურაბ სამხარაძე.

აკადემიის დამთავრების შემდგომ, 1989 წლიდან თეა ბოტკოველი არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.

1993 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან იგი მონაწილეობას იღებს მხატვართა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში.

1997 წ. თეა ბოტკოველმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ ევროპელი მხატვრების სიმპოზიუმში.

თეა ბოტკოველის პერსონალური გამოფენები:
  • 1995 წ. იანვარი - პირველი პერსონალური გამოფენა ჟურნალ „ავრორას“ გალერეაში სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი;
  • 1996 წ. მაისი - პერსონალური გამოფენა თბილისში, კულტურის ცენტრში „ბიზნეს კლუბი“ ;
  • 1997 წ. დეკემბერი - პერსონალური გამოფენა თბილისში, კულტურის ცენტრში „ბიზნეს კლუბი“;
  • 2000 წ. მაისი - პერსონალური გამოფენა თბილისში, გალერეაში „ძველი გალერეა“;
  • 2000 წ. ოქტომბერი - პერსონალური გამოფენა თბილისში „გაეროს სახლი“-ს საგამოფენო დარბაზში.
  • 2001 წ. იანვარი - პერსონალური გამოფენა თბილისში, „თიბისი ბანკი“-ს საგამფენო სივრცეში;
  • 2001 წ. დეკემბერი - პერსონალური გამოფენა პარიზში, საქართველოს საელჩოში;
  • 2002 წ. პერსონალური გამოფენა ბერლინში, საქართველოს საელჩოში;
  • 2003 წ. ივლისი - პერსონალური გამოფენა თბილისში, გალერეაში „ძველი გალერეა“.
ჯგუფური გამოფენები:
  • 1983 წ. ნოემბერი - თბილისი, გამომცემლობა „მერანი“-ს საგამოფენო დარბაზი;
  • 1989 წ. მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა თბილისში, სურათების სახელმწიფო გალერეაში;
  • 1990 წ. მხატვართა საშემოდგომო გამოფენა თბილისში, სურათების ეროვნულ გალერეაში;
  • 1997 წ. მხატვართა საგაზაფხულო გამოფენა თბილისში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში;
  • 1997წ. აგვისტო - მხატვართა გამოფენა ვილნიუსში, ლიტვა;
  • 1997 წ. დეკემბერი - მხატვართა ჯგუფური გამოფენა ქ. შილტეში, ლიტვა;
  • 2000წ. მხატვართა ჯგუფური გამოფენა თბილისში, გალერეში „ძველი გალერეა“.
  • 2004 მხატვართა გამოფენა პარიზში, „კავკასიის სახლი“;
  • 2004 წ. ნოემბერი _ აუქციონი სასტუმრო „ნოგაჰილტონში“, ჟენევაში, შვეიცარია.
თეა ბოტკოველის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, ავსტრიაში, გერმანიაში, რუსეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, აშ.შ., თურქეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.

კომპოზიცია ბლებით - ტილო, ზეთი - 66 x 85 სმ. 2020 წ.

ნამუშევრები

ბროწეული და ჩიტი - მუყაო, ზეთი - 42 x 49 სმ. 2021 წ.

წითელი სპილო - ტილო, ზეთი - 30 x 40 სმ. 2021 წ.

ნაპირი - ტილო, ზეთი - 35 x 70 სმ. 2017 წ.

გვკითხეთ ყველაფერი ნახატის შესახებ